Tuesday, April 23, 2019

კონფერენცია






ქუთაისის ქართულ ამრერიკული სკოლა სკოლა პროგრესის უფროსი მასწავლებლის:ცირა ტყეშელაშვილის მოხსენება
საკონფერენციო თემა: მშობელთა ჩართულობა




რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა?
ცნობილია ,რომ როდესაც მშობელი ჩართულია შვილის განათლების პროცესში, მოსწავლეს აქვს უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება, გამოცდებისა და ტესტების უკეთესი შედეგები. ამავე დროს უმჯობესდება დასწრების მაჩვენებელი, მოსწავლეს უვითარდება სოციალური უნარები და მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ეს არის ის უმნიშვნელოვანესი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეზე, როგორც სკოლაში სწავლის პერიოდში, ასევე მომავალი პროფესიული საქმიანობის პროცესში.
 როგორ შეუძლიათ მშობლებს, ეფექტიანად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში და როგორ შეუძლია სკოლას მათი მხარდაჭერა?
რას ნიშნავს ზუსტადმშობელთა ჩართულობა“?
 ტერმინიმშობელთა ჩართულობააღნიშნავს ერთობლივ და უწყვეტ პასუხისმგებლობას მოსწავლეთა მიღწევებისა და სწავლის გაუმჯობესებაზე, როგორც შინ, ასევე სკოლაში. ის აერთიანებს მშობლებსა და მასწავლებლებს, რათა მათ ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. „მშობელთა ჩართულობანიშნავს მშობლების მონაწილეობას რეგულარულ, მრავალმხრივ კომუნიკაციაში, მოსწავლის სასწავლო პროცესში და სკოლის სხვადასხვა ღონისძიებებში. ამ დროს: ü მშობლები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს შვილის სწავლის პროცესში; ü მშობლები მონაწილეობენ სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში; ü მშობლები შვილების სწავლის პროცესში არიან ჩართული, როგორც სრულუფლებიანი პარტნიორები და მონაწილეობენ ბავშვის განათლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. მშობლებისთვისმშობლის ჩართულობაშეიძლება გულისხმობდეს: ü შეძლებისდაგვარად მეტ სასკოლო ღონისძიებაზე დასწრებას; ü ბავშვის მიერ კარგად შესრულებული სამუშაოს წახალისებასა და ქებას მშობლის მხრიდან; ü სკოლისთვის რეალური მოთხოვნების დასახვას; ü მასწავლებლებთან რეგულარულ შეხვედრებსა და მათი შვილის პროგრესის განხილვას; ü საშინაო დავალების შესრულებაში მოსწავლის დახმარებას; დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის მშობლების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში ნიშნავს



ქართულ ამერიკული სკოლა პროგრესის მათემატიკის მასწავლებლის ცირა ტყეშელაშვილის
საკონფერენციო თემა: ჩემი სკოლა, მუზეუმი და ვიზიტორები

  თანამედროვე ეტაპზე ეფექტური და წარმატებული სწავლების მისაღწევად მნიშვნელოვანია სკოლაში არსებული პრობლემური საკითხების  დასმა, გაანალიზება, გარკვეული გეგმის  დასახვა  და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. მთავარია, პედაგოგმა სწავლების სხვადასხვა სტრატეგიას  მიმართოს, რომელიც  ეროვნულ სასწავლო გეგმას  წარმართავს.  დაგეგმილი სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის ვითვალისწინებთ, რომ კლასში გვყავს სხვადასხვა ტიპის მოსწავლემათ ახალი მასალის ათვისებისა და შემეცნების სხვადასხვა უნარი აქვთ. სწავლების მოდალობის ძირითადად სამი ტიპი  არსებობს: ვიზუალური, სმენითი და კინესთეტიკურიმოსწავლეთა დიდ ნაწილს  ვიზუალურად აღქმის უნარი აქვს. ამგვარ მოსწავლეებს სჭირდებათ  სასწავლო მასალისდანახვით სწავლება“, რომ იგი საინტერესო და გასაგები გახდეს.  .
  მოსწავლეთა ნაწილს, რომელთაც   სმენითი  ათვისების უნარი აქვთ, სწავლა ჯდომის, მოსმენისა და ხმამაღლა კითხვის მეშვეობით ურჩევნიათ. ხოლო კინესთეტიკურ მოსწავლეს სჭირდება მოძრაობა და სასწავლო მოდელები, რომლებსაც იგი ხელში დაიჭერს, ან შეეხება [მანანა ბოჭორიშვილი. გვ.1-4.].  სამივე ტიპის მოსწავლეთათვის  ძლიერ მიმზიდველი და ეფექტური გარემოა სამუზეუმო სივრცე..
 მუზეუმი არის უსაზღვრო შესაძლებლობების ადგილი თვალსაჩინოებითი სწავლებისა  და  მოსწავლეთა ჩართულობისათვის.  საგამოფენო სივრცეში შეგიძლია დაათვალიერო ახალი ექსპოზიცია, ნახო ფილმი, ინტერაქტიული მონიტორები, სტენდები, ხელით შეეხო ასლებსა და მულაჟებს,  ეს არის კომფორტული, სასიამოვნო  და უჩვეულო გარემო
 დღეს, როდესაც სულ უფრო მეტი აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ფაქტების მშრალ ცოდნასა  და გაზეპირებაზე, არამედ შემოქმედებითი უნარის განვითარებაზე, კიდევ უფრო იზრდება მუზეუმის როლი  ჩვენს ყოფიერებაში. სწავლა თამაშით, შემეცნება შეხებითა და შექმნითეს და სხვა თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდები მუზეუმს უფრო სახიერსა და მიმზიდველს ხდის.
 თანამედროვე განათლების სისტემა ორიენტირებულია კეთებით სწავლებაზე, კონსტრუქტივიზმი არის ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე, 21-ე საუკუნის მოქალაქის ჩამოყალიბების პროცესს.საბაზრო ეკონომიკა თავის მოთხოვნებს წარმოუდგენს საზოგადოებას, ქუთაისი, ეს არის ქალაქი, სადაც ეკონომიკური თვალსაზრით ორიენტირებული უნდა იყოს ნებისმიერი მცხოვრები, ხელი შეუწყოს მის განვითარებას. მათ შორის უმნიშვნელოვანესია სკოლისა და მუზეუმის ურთიერთთანამშრომლობა.
ქუთაისში ,ქალაქის მასშტაბით თანმიმდევრულად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც უკვე მოსწავლეების თვალითაც შესამჩნევი გახდა, ხშირად დავითვლია დაახლოებით რა რაოდენობის ტურისტი ჩამოდის ჩვენთან.
ეს აშკარად მიანიშნებს, რომ აუცილებელია გავზარდოთ მათი ყურადღება ამ მიმართულებით. მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებისთვის აუცილებელია თანამშრომლობა მუზეუმებთან და რეალური გავხადოთ შედეგზე ორიოენტირება.
 ეს უკვე დროის ფაქტორია, მაგრამ აუცილებელია დავიწყოთ მოქმედება დღეს, რომ მომავალში ქალაქს ჰქონდეს შემოსავალი ტურიზმის მიმართულებით, რაც დადებითად აისახება ქუთაისის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
მოსწავლეების დაინტერესებიდან გამომდინარე მოვიპოვეთ მონაცემები ვიზიტორთა რაოდენობაზე ევროპაში და ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველთან თანამშრომლობით შევეცადეთ გაგვეკეთებინა შედარებითი ანალიზი.
ლონდონის სამი მუზეუმის ვიზიტორების რაოდენობა 2007—2012 წლებში

visitors to London Museums between 2007 and 2012





ქუთაისის ბაგრატის ტაძრის ვიზიტორთა რაოდენობა

ქუთაისში ,ქალაქის მასშტაბით თანმიმდევრულად იზრდება ტურისტების რაოდენობა, რაც უკვე მოსწავლეების თვალითაც შესამჩნევი გახდა, ხშირად დავითვლია დაახლოებით რა რაოდენობის ტურისტი ჩამოდის ჩვენთან.
ეს აშკარად მიანიშნებს, რომ აუცილებელია გავზარდოთ მათი ყურადღება ამ მიმართულებით. მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებისთვის აუცილებელია თანამშრომლობა მუზეუმებთან და რეალური გავხადოთ შედეგზე ორიოენტირება.
 ეს უკვე დროის ფაქტორია, მაგრამ აუცილებელია დავიწყოთ მოქმედება დღეს, რომ მომავალში ქალაქს ჰქონდეს შემოსავალი ტურიზმის მიმართულებით, რაც დადებითად აისახება ქუთაისის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
 მონაცემთა ანალიზი გვიჩვენებს ვიზიტორთა რაოდენობა არცთუ ისე დიდია, ვფიქრობ ამაზე ზრუნვა სკოლაშივე უნდა დავიწყოთ და სწავლა გავხადოთ  გასართობ-შემეცნებითი.ამისათვის  სასკოლო ასაკის მოსწავლეებში დავგეგმავ შემდეგ აქტივობებს:
       ინტეგრირებული გაკვეთილები
        საკვირაო სტუდია 
        პროექტ გაკვეთილები
        ფოტო გალერეა
ამრიგად,  მუზეუმის ისტორიულ გარემოში გაკვეთილის ჩატარება რეალობის აღქმის უნარს აძლიერებს. უშუალო კონტაქტი  ხელოვნების ნიმუშთან ქმნის კიდევ უფრო დიდ ეფექტს და აღძრავს სწავლის მოტივაციას, სიღრმისეულ გაგებას, შემეცნებას, ანალიზსა და ტრანსფერს.



No comments: