Wednesday, June 23, 2021

კომპლექსური დავალებები მე 10 კლასი

👭💔10 კლასი

საგანი: მათემატიკა

სახელმძღვანელო გოგიშვილი; ვეფხვაძე; მებონია; ქურჩიშვილი

თემა

 

კომპლ/ დავალების იდეა

1

რიცხვები და მოქმედებები

გვ 9-გვ 64

 

2

რიცხვის მოდული,რიცხვის

 მიახლოებითი მნიშვნელობა. მიახლოების აბსოლუტური ცდომილება.ფესვი.რიცხვის წარმოდგენის სტანდარტული ფორმა.წილადმაჩვენებლიანი ხარისხი

გვ 68-გვ 130

3

სიმრავლე,ოპერაციები სიმრავლეებზე

,სიმრავლეთა

კლასიფიციკაცია.ვენის დიაგრამა.

გვ 135-გვ 167

4

ცნება, მსჯელობა ; მიმართებები ცნებებს შორის.

გამონათქვამი;

ოპერაციები გამონათქვამებზე; ალგორითმი; ალგორითმის ჩაწერა ბლოკსქემებით

გვ 172-გვ 241

5

ფარდობა. ერთეულოვანი ფარდობა. პროპორცია;

 პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციული დაამოკიდებულებები;

მარტივი და რთული პროცენტი.

კომპლექსური დავალება1: ფინანსური მათემატიკა

(მარტივი და რთული პროცენტი)

6

სტატისტიკური კვლევის დაგეგმვა.

მონაცემთა მოპოვებისა და წარმოდგენის ხერხები;

ცენტრალური ტენდენციის საზომები;

დაწყვილებული მონაცემები. კორელაცია.კლასტერი

7

ალბათობის ფორმულა, ხდომილობათა სივრცე,

ფარდობითი სიხშირე და ალბათობა

 

კომპლექსური დავა;ება 1

 

მიმართულება : რიცხვები

სამიზნე ცნება: მათემატიკური მოდელი. კანონზომიერება. ლოგიკა

ქვეცნება: პროცენტი

საკითხი: რთული პროცენტის გამოთვლა

თემა: სამომხმარებლო  მათემატიკა

კლასი: მე-10

საკვანძო კითხვა:

·         როგორ უნდა შევაფასოთ (ავწონ-დავწონოთ) ფინანსურ მომსახურეობასთან/პროდუქტთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები?

·         რატომ არის საჭირო გავერკვე სესხის პირობებში გადაწყვეტილების მიღებამდე?

დავალების სათური:  პროცენტები სესხებზე -ავტოსესხი

დავალების პირობა:

გიორგიმ გადაწყვიტა მეორადი მანქანის შეძენა, სამუშაოდ (ტაქსი, გადაზიდვა, გაქირავება...), შერჩეული აქვს 2 ავრომობილი. დავითმა იცის, რომ მანქანის გამოყენების ღირებულება არ შემოიფარგლება  მხოლოდ მისი ფასით და გასათვალისწინებელია სხვა ხარჯები , როგორიცაა სადაზღვეო პოლისი, საწვავი, სათადარიგო ნაწილები და ა.შ.   მოეხმარე დავითს  მომგებიანი გადაწყვეტილების მისარებად.

გიორგი  მანქანის გამოყენებას ფიქრობს 10 წლის განმავლობაში. ამ დროის განმავლობაში საშუალოდ 150 000 კმ-ს გაივლის. დავითი განიხილავს ბრენდის ორ მოდელს შემდეგი მახასიათებლებით

ბრენდი

#1

#2

ღირებულება

21000₾

19000₾

პერიოდული მოვლის ღირებულება

ავტომობილის ყოველ 15000კმ გარბენზე 840 ლარი

ავტომობილის ყოველ 10000კმ გარბენზე 630 ლარი

გამოყენებული ბენზინის ღირებულება

1ლიტრი- 2.8₾

1ლიტრი- 2.8₾

საწვავის ხარჯი 100 კმ-ზე

5 ლ

6 ლ

 

გიორგიმ ასევე მოიძია ინფორმაცია რამდენიმე ბანკს, მიკროსაფინანსოსა და ფიზიკური პირის მიერ შემოთავაზებულ ავტოსესხების პირობებზე.

ფიზიკური პირი დათოს ასეთ პირობებს თავაზობს:

ის მისცემს სესხს 4 წლის ვადით (მისაღებია დავითისთვის) წლიური 10%-ით. სესხის დაფარვის სქემა ასეთია: ყოველი წლის ბოლო დღეს სესხს დაერიცხება 10% (ანუ სესხის თანხა გაიზარდა). დავითმა ამის შემდეგ უნდა გადაიხადოს გარკვეული რაოდენობის თანხა. რა თანხა უნდა გადაიხადოს დავითმა, თუ მან ვალი ამ პრინციპით 4 -ჯერ გადაიხადა, თანაბარი რაოდენობებით (4 წლის განმავლობაში დაფარა)

გიორგისს მოძიებული აქვს ზოგიერთი ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ავტოსესხის დაანგარიშების პირობები. პროგრამა თავად გთავაზობს სესხის გაფარვის გრაფიკს, საპროცენტო განაკვეთის, სესხის ვადისა და მოთხოვნილი თანხის შესაბამისად.

იხილეთ პირობები:

მარტივი ავტოსესხი - TBC Bank

https://bankofgeorgia.ge/ka/retail/loans/auto-loan

https://credobank.ge/products/auto-loan/

ავტო სესხი - დამატებითი ხარჯის გარეშე ! - Liberty Bank

შენი დავალებაა:

  • გამოთვალე რომელი ბრენდის  ავტომობილის შეძენა სჯობს თუ დათოს უნდა ნაკლები ფულის დახარჯვა 10 წლიანი პერიოდის განმავლოვაში.
  • გამოთვალე ფიზიკური პირის პირობებით რა თანხის გადახდა მოუწევს დავითს ყოველწლიურად, 21000 ლარის სესხების შემთხვევაში? (ან 19000 ₾-ის სესხების შემთხვევაში)
  • გამოთვალე ფიზიკური პირის პირობებით რა თანხის გადახდა მოუწევს დავითს სულ, 21000 ლარის სესხების შემთხვევაში? (ან 19000 ₾-ის სესხების შემთხვევაში)
  • იპოვე რამდენით აღემატება გადახდილი თანხა ფიზიკური პირის მიერ გაცემულ სესხს და სესხის რამდენ პროცენტს შეადგენს.
  • იპოვე რამდენით აღემატება გადახდილი თანხა ბანკების/საკრედიტო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხს და სესხის რამდენ პროცენტს შეადგენს.

(10% -იანი წლიური განაკვეთი. ვადა 48 თვე, სესხის თანხა 21000₾)

  • შეადარე შემოთავაზებული  სესხის პირობები, გაითვალისწინე დამატებითი მომსახურება და სერვისები (მაგალითად დაზღვევა, რომელსაც ბანკი გვთავაზობს)
  • მიეცი დავითს რჩევა

 

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე

·         თითოეული გამოტვლე წარმოადგინეთ ცხრილის მეშვეობით, ცხრილი ააგეთ ექსელში ან ვორდში (რა იქნება დარიცხვა თითოეულ შემთხვევასი ყოველი წლის ბოლოს, რომ ცხადად გამოჩნდეს ნაზრდი)

·         დარიცხვის შედეგად დაადგინეთ რა ტიპის რიცხვებთან ასრულებთ მოქმედებებს? გამოთვლების შედეგად როგორ არის შესაძლებელი რიცხვების წარმოდგენა, ჩაწერა? როგორ უკავშირდება ერთმანეთს მთელი, წილადი და პროცენტი?

·         დაწერეთ რთული პროცენტით სარგებლის დარიცხვით გამოთვლის ალგორითმი, და ფორმულა, ასევე სრული თანხის მისარები ფორმულა. და ახსენით როგორ მოახდინეთფორმულირება

·         როგორ გეხმარება ტექნოლოგიები (ასევე ექსელი) ზუსტი და მიახლოებითი გამოთვლების წარმოებაში

·         რატომ არის პროცენტი მნიშვნელოვანი ყოველდღიურ ცხოვრებაში?

პრეზანტაცია წარმოადგინე რომელიმე ციფრულ საპრეზენტაციო პროგრამაში. ან ფლიფჩარტზე, შენთვის მოსახერხებელი ფორმით

რეკომენდაციები მოსწავლეებს:

რთული პროცენტის გამოთვლა

https://ka.khanacademy.org/economics-finance-domain/core-finance/interest-tutorial/compound-interest-tutorial/v/introduction-to-compound-interest

ინფორმაცია ავტოსესხზე

https://www.finedu.gov.ge/ge/avto-seskhi-1

 

 

მოსწავლეების მიერ შესრულებული დავალება:  

 

 


No comments: