მათემატიკის მოყვარულთა წრე
სამუშაო გეგმა
№ |
აქტივობა |
თარიღი |
აქტივობის მოკლე აღწერა |
შედეგი |
1 |
მოსწავლეთა განაცხადების მიღება და გასაუბრების შედეგად წრის შემადგენლობის დადგენა. მოსწავლეთთათვის სამუშაო გეგმის გაცნობა. |
2022 წლის 19 ოქტომბერი |
2022 წლის 2 ოქტომბერს წრის ხელმძღვანელი იღებს მოსწავლეთა განაცხადებს წრეში გაწევრიანების შესახებ და მოსწავლესთან გასაუბრების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას მისი კლუბში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. დასასარულს კურატორი საუბრობს წრის მუშაობის მნიშვნელობაზე, მოსწავლეებს გააცნობს სამუშაო გეგმას. |
მოსწავლე ინფორმირებულია რა არის წრის მუშაობის მიზანი და მისი სამუშაო გეგმა. იგი აცნობიერებს მათემატიკის სწავლის სარგებლიანობას. |
2 |
მოსწავლეთათვის პრობლემატური მათემატიკური საკითხების, ამოცანების განხილვა და ახსნა. |
ყოველ სამუშაო შეხვედრაზე, გარდა სხვა დაგეგმილი ღონისძიებისა. |
მასწავლებელი (კურატორი) აკვირდება რა მოსწავლეთა შედეგებს და მათ პროგრესს სასწავლო პროცესში, ხედავს რომელი საკითხებია მოსწავლეთთათვის რთულად ასათვისებელი. ამიტომ კლუბის სამუშაო შეხვედრაზე განიხილავს მათ, რათა მოსწავლეებმა უკეთ შეისწავლონ და ღრმად გაიაზრონ ის. ამასთან ხდება მოსწავლე-მოსწავლეს, მოსწავლე- მასწავლებელს შორის აზრთა ურთიერთგაცვლა და ალტერნატიული გზების წარმოდგენა. |
მოსწავლე იმაღლებს ცოდნას მათემატიკაში. მას შეუძლია გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. მოსწავლეს განუვითარდება სოციალური უნარები. |
3 |
მოსწავლეები მოძიებული ინფორმაციის შემდეგ სამუშაო შეხვედრაზე აკეთებენ პრეზენტაციას. |
კვირაში ერთ სამუშაო შეხვედრაზე. |
მასწავლებელი წინა შეხვედრაზე მიცემული დავალების შესაბამისად რომელიმე მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას გააკეთოს დავალების პრეზენტაცია. პრეზენტაციის შემდეგ დანარჩენი მოსწავლეები კითხვებს უსვამენ პრეზენტატორს. ამ დროს შესაძლებელია გაიმართოს მოსწავლეების ცოდნის ამაღლებაზე ორიენტირებული დისკუსია. |
მოსწავლეს განუვითარდება ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის გაკეთების უნარი. მას ემატება რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში. |
4 |
მოსწავლეთათვის აქტუალური და საინტერესო საკითხების განხილვა მათემატიკიდან. |
ყოველ სამუშაო შეხვედრაზე, გარდა სხვა დაგეგმილი ღონისძიებისა. |
მოსწავლეები წარმოადგენენ მათთვის საინტერესო საკითხებს მათემატიკიდან. მიმდინარეობს ერთობლივი განხილვა. ვიყენებთ www.edmodo.com - ის საკომუნიკაციო საშუალებას და GeoGebra - ის და Desmos - ის პროგრამებს. |
მოსწავლეები იმაღლებენ ცოდნას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში. |
| ||||
5 |
ექსკურსია ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. |
2022 სასწავლო წლის II სემესტრი |
ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტთან მათი მუშაობის უკეთ გაცნობის და ჩვენი სიახლეებით ინფორმირების მიზნით. |
მოსწავლეები გაეცნობიან უნივერსიტეტის მუშაობას (განსაკუთრებით მათემატიკის მხრივ). |
No comments:
Post a Comment