Tuesday, February 5, 2019

საწრეო მუშაობა მე- 5კლ


საწრეო მუშაობა (მე 5 კლასი)

წრის სახელწოდება:   “ნორჩი მათემატიკოსები
მასწავლებელი:    ცირა ტყეშელაშვილი
სკოლა:   ქართულ ამერიკული სკოლა პროგრესი
წრის მოკლე დახასიათება:  წრის მიზანია, მოსწავლეებში  მათემატიკისადმი    ინტერესის  გაღვივება,  ცოდნის გაღრმავება და კვლევითი  უნარების განვითარება.    საგაკვეთილო პროცესში გამოვიყენებ სხვადასხვა აქტივობებს, სავარჯიშოებს, დამხმარე მასალას, ამოცანებს  და თავსატეხებს. ყურადღებას გავამახვილებ  მათემატიკური  უნარ-ჩვევების (მსჯელობა, კომუნიკაცია, ამოცანების ამოხსნის უნარი) განვითარებაზე.იმუშავებენ გაკვეთილზე მიღებული მათემატიკური საკითხების გაღრმავება-განმტკიცებაზე,რაც მოსწავლეებს დაეხმარება გააუმჯობესონ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები.შევთავაზებ  მრავალფეროვან აქტივობებს, მეცადინეობა ხალისიანი და საინტერესო რომ  გამოვიდეს.  გამოვიყენებ  შემდეგ რესურსებს: დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, მაგნიტური დაფა, პროექტორი,საჩვენებული ჯოხი, khan-academy,  დავალების ბარათები,  ფერადი წებოვანი ფურცლები, .

მათემატიკის  წრეში მოსწავლეთა  ჩართულობა   ხელს   შუწყობს:
·       მოსწავლეთა  დაინტერესებას    მათემატიკისადმი;
·      სხარტი,  ლაკონური  აზროვნების ჩამოყალიბებას;
·      თანამშრომლობითი  უნარის    განვითარებას;
·      პასუხისმგებლობის  გაზრდას;
·     თვითკრიტიკულობის   უნარის  განვითარებას.

28 იანვარი-გამრავლების კანონები,განიგებადობის კანონი
29იანვარი-ნულებით დაბოლოებული რიცხვების გამრავლება
4 თებერვალი-- ნულებით დაბოლოებული რიცხვების გაყოფა
5 თებერვალი-- მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება
11 თებერვალი--მრავალნიშნა რიცხვების გაყოფა
12 თებერვალი-სახალისო-თავსატეხი ამოცანების ამოხსნა
18 თებერვალი--სახალისო-თავსატეხი ამოცანების ამოხსნა
19თებერვალი--ლოგიკური ამოცანების ამოხსნა
25 თებერვალი--ლოგიკური ამოცანები ამოხსნა
26 თებერვალი--ამოვხსნათ ამოცანები  განტოლების შედგენით
4 მარტი--მოვხსნათ ამოცანები  განტოლების შედგენით
5 მარტი--ახარისხება, რიცხვის კვადრატი და კუბი
11 მარტი--ახარისხება, რიცხვის კვადრატი და კუბი
12 მარტი--ფართობი
18 მარტი-- ფართობის საზომი სხვა ერთეულები
19 მარტი--ფართობის საზომი სხვა ერთეულები
25 მარტი--კუბი
26 მარტი--მართკუთხა პარალელეპიპედი
4 აპრილი--სიბრტყის დაფარვა,მოზაიკა
5 აპრილი--მრავალნიშნა რიცხვების გაყოფა
18 აპრილი--რიცხვის გაყოფა 10 ზე ,100ზე, 1000 ზე...
22- აპრილი--მოქმედებათა შესრულების რიგი
23 აპრილი--ნაშთიანი გაყოფა
30 აპრილი--ნატურალური რიცხვის ჯერადები და გამყოფები
6 მაისი--2 ზე, 5 ზე,10,ზე გაყოფადობის ნიშნები
7 მაისი-- --მარტივი და შედგენილი რიცხვები
13 მაისი----ლოგიკური ამოცანების ამოხსნა
14მაისი--ლოგიკური ამოცანების ამოხსნა
20მაისი--khan academy –ში მუშაობა
21მაისი--კროსვორდების ამოხსა














No comments: