Thursday, October 18, 2018

სამოდელო გაკვეთილების გეგმები


































                                                                     სამოდელო   გაკვეთილის  გეგმა

გაკვეთილის  თემა:  მართკუთხა პარალელეპიპედის  ზედაპირის ფართობი და მოცულობის გამოთვლა
საგანი/საგნები:  მათემატიკა,ინგლისური
მასწავლებლის სახელი, გვარი: ცირა ტყეშელაშვილი
სწავლების საფეხური/ კლასი: დაწყებითი VIკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 12  მოსწავლე
გაკვეთილის ტიპი:  ინტეგრირებული  გაკვეთილი:მათემატიკა/ინგლისური.
მიზანი:  გაკვეთილი დაეხმარება მოსწავლეებს შეისწავლონ  ,დაადგინონ და განამტკიცონ მიმართებები ბრტყელ და სივრცულ ფიგურებს  კავშირებს შორის,გაიწაფონ ალგებრული გამოსახულების შედგენასა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოთვლაში.განმოთვალონ მართკუთხა პარალელეპიპედის  ზედაპირის ფართობი და მოცულობა,მოძებნონ, შეაჯერონ, დაამუშავონ  მოსმენილი და წაკითხული ინფორმაციები.
 მოსწავლეები შეძლებენ:
1. დააკავშირონ ბტყელი და სივრცული ფიგურების ელემენტები
2.  გამოიითვლინ მართკუთხა პარალელეპიპედის  ზედაპირის ფართობ და მოცულობას
3. განუვითარდებათ  დაკვირვებას,აღწერას,,ინტერპრეტაციას,განუვითარდებათ ტექნიკური ტერმინოლოგიის შესწავლის და ინგლისურად გამოთქმის უნარი.

N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების
ფორმა
სასწავლო რესურსი
დრო
თითოეული
აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი

თემის მიზნისა და შეფასების გაცნობა

ვერბარული


მთელ კლასთან


შეფასების რუბრიკები

2წთ

მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები

აქტივობა 1.წინარე ცოდნის გააქტიურება
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელი ატარებს თამაშსმოხტუნავე რიცხვები“ . მოსწავლეთა თითოეულ წყვილს  წინასწარ ეძლევა ერთიმისირიცხვი. მასწავლებელი სვამს კითხვებს, მაგალითად:  
1) რას უდრის მართკუთხა პარალელეპიპედის წვეროების რაოდენობა?  (8)  
2) რას უდრის კუბის წიბოების რაოდენობა? (12)   
3) რას უდრის კვადრატის ფართობი, რომლის გვერდი 4 სმ-ია? (16) 
4) რას უდრის კვადრატის პერიმეტრი, რომლის გვერდი 5 სმ-ია? (20) 
5) რას უდრის კვადრატის გვერდი, რომლის ფართობი 36 სმ-ია?
6) ფეხზე უნდა წამოხტეს მოსწავლეთა ის წყვილი, ვისი რიცხვიცაა შეკითხვის პასუხი და ხმამაღლა დაასახელოს თავისი რიცხვი. 

გონებრივი იერიში
თამაშის მეთოდი
მთელ კლასთან
ფერადი ფურცლებზე განთავსებული რიცხვები.
3წთ
მოსწავლეები ასახელებენ მართკუთხა პარალელეპიპედის,კუბის  წვეროების წიბოების რაოდენობას,იხსენებენ ცნებებს.


 აქტივობა 2. შინაარსის რეალიზება
წინასწარ  2 ჯგუფად   დაყოფილ    მოსწავლეებს   შევახსენებ    ჯგუფური  მუშაობისა   და   პრეზენტაციის   წესებს.
მასწავლებლის ინსტრუქცია
·         ჯგუფებათ   დაყოფილი   მოსწავლეებიშესაბამის კონვერტებში ალაგებენ შესაბამისი ერთეულებ(სიგრძის ,ფართობის ,მოცულობის),რომელიც წინასწარ მექნება დამზადებული ფერად ფურცლებზე )
მუშაობა კროსვორდზე
·         1-2 ჯგუფი: მოსწავლეებს ურიგდებათ  კროსვორდი და სიტყვების მოედანი.  ჯგუფებს
ჯგუფური მუშაობა
მთელ კლასთან
სამუშაო ფურცლები
ბარათები








5წთ
მოსწავლეები ალაგებენ  შესაბამის კონვერტებში შესაბამის ერთეულებს და მიუწერენ ინგლისურ სიმბოლოებს. ამავდროულად ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს.


ევალებათ კროსვორდის შევსება  და ინგლისურ ენაზე და მოძებნა ტექნიკური ტერმინების „სიტყვების მოედანზე“.






აქტივობა3.ამოცანის ამოხსნა
მასწავლებელი წინასწარ მომზადებულ მათემატიკურ ტერმინებს ინგლისურ ენაზე აჩვენებს მოსწავლეებს სლაიდის სახით და მათ გამოყენებით წაიკითხავს ამოცანას . მოსწავლემ უნდა შეძლოს გააზრება, დამახსოვრება და გადმოცემა ზეპირად ან წერილობით . პარალელურად მოსწავლეები ხსნიან ამოცანას.
ჯგუფური მუშაობა
მთელ კლასთან
რვეული
საწერი კალამი
5 წთ
მოსწავლეებს განუვითარდებათ შემოქმედებითი უნარი ერთმანეთის მოსმენის და შეძლებენ ინფორმაციის დახარისხებას და პრობლემის სწორად გადაჭრას.

აქტივობა4: თამაში კამათლით.
აბა გამოიცანი(წესის ასნა თამაშის ფორმით)თითოელი მოსწავლე აგორებს კამათელს,ასახელებს(ინგლისურად) ზედა წახნაგის ციფრს და მისი მოპირდაპირე წახნაგის ციფრს,დაფაზე გაკეთებულ ცხრილში ვწერთ ჯამს, ასე აკეთებს თითოეული მოსწავლე,ვინც  მეტ ჯამურ ციფრს დააგროვებს ის იქნება გამარჯვებული და მასწავლებლისგან მიიღებს ბუშტს.(ე.ი ყველა.რადგანაღმოაჩენენ რომ ჯამური ციფრი ერთი და იგივეა)
ინდუქციური მეთოდი
მთელ კლასთან
კამათელი
ცხრილი
6წთ
თამაშის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ მასალის გადმოცემას კონკრეტულიდან ზოგადისკენ. შეძლებენ მატემატიკური წესის ჩამოყალიბებას. კერძოდ კამათელზე მოპირადირე წახნაგების  ციფრთა ჯამი ერთი და იგივე რიცხვია.


აქტივობა 5: პრაქტიკული სამუშაო
თითოელ ჯგუფს ეძლევა ყუთი,და A4 ფორმატის ფურცლების შეკვრა.უნდა დაადგინონ რამდენი ასეთი შეკვრა ჩაეტევა ამ ყუთში,ამისათვის მათ მოუწევთ შესაბამისი გაზომვების ჩატარება,მოცულობის ფორმულების გამოყენება და გაყოფის შესრულება. აკეთებს თითოელი ჯგუფის 1 წევრი  პრეზენტაციას.

ჯგუფური მუშაობა
ჯგუფებად დაყოფა
Aფორმატის ფურცლები
ყუთი
სახაზავი
საწერ კალამი
ცარცი
6წთ
პრაქტიკული ამოცანის გადაჭრა

აქტივობა6: მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ვიქტორინა-თამაშით შეაჯამონ გაკვეთილზე განხილული საკითხები .
 მოთამაშეები უსვამენ ერთმანეთს კითხვებს მართკუთხა პარალელეპიპედის  ზედაპირის ფართობი და მოცულობის გამოთვლის შესახებ. არასწორი პასუხის შემთხვევაში მოსწავლე ტოვებს თამაშს. 
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან
ბურთი
9 წთ
მოსწავლეები შეძლებენ გაკვეთილის შეჯამებას.


აქტივობა 7:საშინოა დავალება
გაზომონ სახლში სამეცადინო ოთახის კედლები და გამოთვალონ გვერდითი ზედაპირის ფართობი და მოცულობა.
მთელ კლასთან
მთელ კლასთან

2წთ
პრატიკაში განავითარებენ თეორიულ ცოდნას.

აქტივობა 8.შეფასება
მასწავლებელი ურიგებს მოსწავლეებს კითხვარს და სთხოვს შეაფასონ გაკვეთილი. მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს განმსაზღვრელი და განმავითარებეი შეფასებით.



7წთ



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ.VI.7.
·         მოსწავლეს შეუძლია სივრცული ფიგურების ამოცნობა, ზედაპირის ფართობი და მოცულობის გამოთვლა.

უცხ VI.20 მოსწავლეს შეუძლია უცხო ენის საგანმანათლებლო გამოყენება
უცხ VI.3  მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სხვადასხვა სახის დარგობრივი-შემეცნებითი ტექსტი
უცხ VI.2მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სხვადასხვა სახის სტრატეგიას მოსასმენი ამოცანების ეფექტურად გადაჭრის ხელშესაწყობად და მოსმენის უნარის გასაუმჯობესებლად.




შეფასების რუბრიკა
N
აქტივობა
1-4
5-6
7-8
9-10
1
მოსმენა
არ აქტიურობს ,არ იღებს მონაწილეობას დავალების გაკეთბაში.
ცდილობს იაქტიუროს
აქტიურობს, ღებულობს მონაწილეობას ,ზოგჯერ უშვებს  უზუსტობებს.
აქტიურობს ,პასუხობს სწორად
2
ჯგუფური მუშაობა,პრეზენტაცია
პასიურია ჯგუფური მუშაობის დროს,უჭირს პრეზენტაციის გაკეთება.
მუშაობს ჯგუფში ,მაგრამ უჭირს პრეზენტაციის დროს აზრის მკაფიოდ და ნათლად გადმოცემა
კარგად ერთვება ჯგუფური მუშაობის პროცესში, აკეთებს პრეზენტაციას ,მაგრამ ვერ იცავს დროის ლიმიტს
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან,აკეთებს პრეზენტაციას ,ნათლად და მკაფიოდ გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს ,იცავს დროის ლიმიტს
3
ტექნიკურიი ტერმინების გამოყენება
ვერ იყენებს ტექნიკურ ელემენტებს
უჭირს ტექნიკური ელემენტების საუბარში გამოყენება.
სწორად იყენებს ტექნიკურ ელემენტებს,თუმცა ზოგჯერ უჭირს .
ძალიან კარგად იყენებს ტექნიკურ ელემენტებს.
4
თანამშრომლობა.
უჭირს თანამშრომლობა  ,არ აცლის სხვებს აზრის გამოთქმას
უსმენს თანაგუნდელებს,თუმცა უჭირს თანამშრომლობა
თანამშრომლობს ,უსმენს მეგობრებს ,მაგრამ ზოგჯერ ვერ იკავებს თავს და ერთვება მათ საუბარში.
აცლის სხვებს აზრის გამოთქმას ,თანამშრომლობს კლასელებტან.

                                                        


  თვითშეფასების ცხრილი
1.      შეაფასე, რამდენად კარგად გაიგე მასალა, დაუწერე საკუთარ თავს ქულა 1-დან 10-მდე.როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ უკეთ გაიგოთ იგი?

        ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------                                                            --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------      --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

2.     დაწერეთ რა ვერ გაიგეთ დღევანდელ გაკვეთილზე.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3.     დაწერე რაში გამოიყენებ ამ ცოდნას.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
        
         სახელი------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------








( გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები, შეფასების და თვითშეფასების რუბრიკები თან   ერთვის  გეგმას)





























No comments: